თავში

30 წლის წინ დატბორილი ესპანური სოფელი წყლიდან ამოვიდა

30 წლის წინ დატბორილი ესპანური სოფელი წყლიდან ამოვიდა
30 წლის წინ დატბორილი ესპანური სოფელი წყლიდან ამოვიდა

ესპანური სოფელი ასერედო 1992 წელს წყალდიდობის გამო ჩაიძირა. პორტუგალიის მდინარე ლიმაზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურმა კარიბჭე დახურა. შედეგად, ლიმამ, რომელიც ესპანეთიდან იღებს სათავეს, სანაპიროზე მდებარე სახლები დატბორა. 

თუმცა, ზოგჯერ, როდესაც ლიმაში წყლის დონე ეცემა, დატბორილი სოფელი ზედაპირზე ამოდის.

ესპანეთი და პორტუგალია 1968 წელს შეთანხმდნენ,  მდინარე ლიმა ლინდოსოს კაშხლის ასაშენებლად გამოეყენებინათ. გარიგება მოიცავდა ლიმას ნაპირებთან სოფლების დატბორვას და მაცხოვრებლების სხვა ადგილებში გადასახლებას.

ადგილობრივი სოფლების მაცხოვრებლების გასასახლებლად პორტუგალიურმა ჰიდროელექტროკომპანიამ EDP-მ მათ ფული შესთავაზა. 

ასერედოს მცხოვრებლებს, ისევე როგორც სხვა მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, სამუდამოდ მოუწიათ სახლების დატოვება. სოფელში 70 სახლი იყო, 120-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system