თავში

50 წლის შემდეგ ინდიანას შტატში ჰიპებს ისევ მიესალმებიან

50 წლის შემდეგ ინდიანას შტატში ჰიპებს ისევ მიესალმებიან

ინდიანას შტატის ლაგრანჯის ოლქმა გააუქმა 1971 წელს მიღებული კანონი, რომელიც დიდი შეკრებების აკრძალვას ითვალისწინებდა. მისი მიღება 1968 წლის ვუდსტოკის მუსიკალური ფესტივალის შემდეგ გადაწყვიტეს, როცა ათასობით ჰიპი ერთ სივრცეში შეიკრიბა. 

"მე მას ანტი-ჰიპურ განკარგულებას დავარქმევდი", - თქვა მედიასთან ოლქის კომისარმა დენის კრაცმა. 

განკარგულებით რეგულირდებოდა დიდი შეკრებები, რომლებიც 12 საათზე მეტხანს გრძელდებოდა და 500-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. კანონის გაუქმების პროცედურამ რამდენიმე წელს გასტანა. ოლქში დღეს ამბობენ, რომ 50 წლის შემდეგ ჰიპებს ისევ მიესალმებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system