თავში

6 ადამიანი, რომელიც დაკრძალვას დაესწრო კორონავირუსით გარდაიცვალა

6 ადამიანი, რომელიც დაკრძალვას დაესწრო კორონავირუსით გარდაიცვალა
6 ადამიანი, რომელიც დაკრძალვას დაესწრო კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში 6 ადამიანი, მათ შორის ცოლ-ქმარი, კორონავირუსით გარდაიცვალა. ექვსივე ინფიცირებული 60 წელს გადაცილებული იყო.

COVID-19-ით გარდაცვლილები დაკრძალვის ცერემონიალზე დაინფიცირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ TheState ავრცელებს.

აშშ-ში კორონავირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული და დღევანდელი მონაცემებით სულ 678,210 დაინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის 34,641 გარდაიცვალა, ხოლო 57,844 გამოჯანმრთელდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ყველაზე მეტი ტესტირება ჩატარდა, სულ - 3,411,394. შედარებისთვის, საქართველოში 5,027 ადამიანის ტესტირება მოხდა ახალ კორონავირუსზე.

შეგახსენებთ, რომ  საქართვეკლოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 370-მდე გაიზარდა. ასევე გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. კორონავირუსი 79-მა პაციენტმა დაამარცხა. 

ასევე შეგახსენებთ ამირან გამყრელიძის გუშინდელ მიმართვას: "ამ დრომდე ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის გავრცელება და ფართო მასშტაბიან ეპიდემიაში შესვლა. ეს დრო იყო იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად მომზადებულიყო. უკეთესად მომზადებულიყო ჯანდაცვის სისტემა. მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის მონაცემები ეპიდოლოგიური მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს, თუ ჩვენ არ შევასრულებთ ყველა იმ ღონისძიებას და რეკომენდაციას რასაც იძლევა საქართველოს მთავრობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ არ შევიდეთ ამ სპირალში. ჯერ ერობით სახელმწიფომ მოახერხა ეს თქვენი გვერდზე დგომით. მაგრამ ახლა უფრო მეტი მონდომებაა საჭირო. განსაკუთრებით ამ წინა სააღდგომო პერიოდში. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მე დღეს გადავაბიჯე ჩემს პატივმოყვარეობას მაგრამ სამაგიეროდ არ გადამიბიჯებია ჩემს პასუხისმგებლობისადმი ჩემი ქვეყნის წინაშე და მოვუწოდე მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში. ნუ შევიკრიბებით, წელს ეს აღდგომა გადავიაროთ და სხვა ფორმატში ჩავატაროთ. დაგვიჯერეთ ექიმებს, გთხოვთ,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system