თავში

72 წლის მამაკაცმა ცოლს მბრუნავი სახლი აუშენა

72 წლის მამაკაცმა ცოლს მბრუნავი სახლი აუშენა
72 წლის მამაკაცმა ცოლს მბრუნავი სახლი აუშენა

ბოსნიაში 72 წლის მამაკაცმა მეუღლეს მბრუნავი სახლი აუშენა, რათა მას ფანჯრიდან განსხვავებული ხედი ჰქონოდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მაქსიმალური სიჩქარით, ერთი სრული ბრუნის გაკეთებას სახლი 22 წამს ანდომებს. სახლის ფანჯრები ერთი მხრიდან სიმინდის მინდვრებს გადაჰყურებს, მეორე მხრიდან - მდინარეს და ტყეს.

მამაკაცმა აღნიშნა, რომ ცოლის პრეტენზიებით და გაუთავებელი რემონტით დაიღალა. 

"ვუთხარი აგიშენებ მბრუნავ სახლს და როგორც გინდა ისე ატრიალე”, - აცხადებს მამაკაცი.

პროექტის დასრულებას ექვსი წელი დასჭირდა. მშენებლობის დროს მამაკაცი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

”მე ვთხოვე ექიმებს, რომ ჩემი სიცოცხლე მინიმუმ ერთი წლით გაეხანგრძლივებინათ, რადგან მთელი პროექტი ჩემს თავში იყო და არავინ იცოდა როგორ დაესრულებინა იგი,” - აღნიშნა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system