თავში

75 მილიონი წლის წინ ანტარქტიდაზე ცეცხლი მძვინვარებდა

75 მილიონი წლის წინ ანტარქტიდაზე ცეცხლი მძვინვარებდა
75 მილიონი წლის წინ ანტარქტიდაზე ცეცხლი მძვინვარებდა

დედამიწის ყველაზე ცივ კონტინენტზე ერთ დროს ხანძრებს ებრძოდნენ. შესაბამის ცნობებს სამეცნიერო გამოცემა Polar Research აქვეყნებს.

როსის კუნძულზე ნაპოვნი ნახშირის ნაშთები მიუთითებს, რომამ ტერიტორიებზე 75 მილიონი წლის წინ ხანძრები მძვინვარებდა. როგორც კვლევით დასტურდება, ეს ადგილობრივი ფაუნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გამხდარა. 

სკანირების მიკროსკოპულმა კვლევამ აჩვენა, რომ აღმოჩენილი ნახშირი დიდი ალბათობით, Araucariaceae-ის სახეობის დამწვარი წიწვოვანი მცენარეების ნაშთებია. 

ქვანახშირის ასაკი დაახლოებით 72-84 მილიონი წელია, ის პერიოდი, როდესაც ანტარქტიდაზე დინოზავრები ბინადრობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system