თავში

აფრიკის მყინვარები 2040 წლისთვის აღარ იარსებებს

აფრიკის მყინვარები 2040 წლისთვის აღარ იარსებებს
აფრიკის მყინვარები 2040 წლისთვის აღარ იარსებებს

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) აფრიკის კლიმატური მდგომარეობის ანალიზი გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2040 წლისთვის აფრიკის მყინვარები შეიძლება მთლიანად გაქრეს. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2030 წლისთვის 118 მილიონი ადამიანი, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს,  გვალვის, წყალდიდობის და უკიდურესი სიცხის პირისპირ აღმოჩნდება.

ამჟამად ყინულით აფრიკის სამი მთაა დაფარული:  მთა კენია, მთა რუვენზორი (უგანდა) და კილიმანჯარო (ტანზანია). 

იმისდა მიუხედავად, რომ აფრიკის მყინვარები ძალიან მცირეა იმისათვის, რომ  წყლის რეზერვუარებზე იმოქმედონ, მათ  დიდი ტურისტული და სამეცნიერო მნიშვნელობა აქვთ.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ აფრიკაში დათბობა უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system