თავში

აღმოჩენილია ახალი მტკიცებულება, რომ COVID-19-მა ლაბორატორიიდან გაჟონა

აღმოჩენილია ახალი მტკიცებულება, რომ COVID-19-მა ლაბორატორიიდან გაჟონა
აღმოჩენილია ახალი მტკიცებულება, რომ COVID-19-მა ლაბორატორიიდან გაჟონა

თეორია, რომ კორონავირუსის პანდემია ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვის გამო დაიწყო, კიდევ უფრო გამყარდა. ამის შესახებ გამოცემა The Spectator წერს.

საფრანგეთისა და ლაოსის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა ახალი მტკიცებულება, რომ კორონავირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა.

ორი წლის შემდეგ, ეჭვგარეშეა, რომ Covid-ის პანდემია დაიწყო ჩინეთის ქალაქ ვუჰანში. მაგრამ ასევე მცირეა ეჭვი, რომ ღამურა, რომელსაც ვირუსის წინაპარი ატარებდა, სხვაგან ცხოვრობდა.

გამოცემის ცნობით, ლაოსში, ღამურებში აღმოჩენილი კორონავირუსი Banal-52, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებულ იყო და ლაბორატორიაში ექვსი წლის განმავლობაში ინახებოდა, ადამიანებში გავრცელებულ Sars-CoV-2-თან გენეტიკურად ყველაზე ახლოსაა. იგი ადამიანებში გავრცელებულ კორონავირუსთან გენეტიკურად 96,8%-ით მსგავსია.

The Spectator-ის ცნობით, აღნიშნულ თეორიას ასევე ადასტურებს  აშშ-ს მთავრობის ინვესტორებსა და ამერიკული ვირუსების საძიებო ფონდის EcoHealth Alliance-ს შორის არსებული მიმოწერა.  მიმოწერაში ექსპერტები აღმოსავლეთ აზიის ღამურების პოპულაციაში პათოგენების შეგროვებაზე საუბრობდნენ. წერილებიდან ირკვევა, რომ მეცნიერებმა მიღებული ვირუსის ნიმუშები ვუჰანის ლაბორატორიაში გაგზავნეს შესანახად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system