თავში

აღმოჩენილია გენი, რომელიც COVID-19-ით გარდაცვალების რისკს აორმაგებს

აღმოჩენილია გენი, რომელიც COVID-19-ით გარდაცვალების რისკს აორმაგებს
აღმოჩენილია გენი, რომელიც COVID-19-ით გარდაცვალების რისკს აორმაგებს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გენი აღმოაჩინეს, რომელიც COVID-ით სიკვდილიანობის რისკს აორმაგებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail  წერს.

გამოცემის ცნობით, გენი, სახელწოდებით LZTFL1,  სამხრეთ აზიელების 60%-ში გვხვდება და იგი საშუალებას აძლევს ვირუსს უფრო ადვილად გამრავლდეს ფილტვებში. ამასთან, ეს გენი ევროპელების მხოლოდ 15%-ში და აფროამერიკელების 2%-ში გვხვდება.

ამით შესაძლოა გარკვეულწილად აიხსნას, თუ რატომ არის დაავადების გართულების შემთხვევები უფრო ხშირი ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფში, სხვებთან შედარებით.

ინგლისში პანდემიის მეორე ტალღის დროს, ბანგლადეშელი მამაკაცები თითქმის ხუთჯერ უფრო მეტად იღუპებოდნენ ვირუსისგან, ვიდრე ევროპელები. 

მკვლევრები განმარტავენ, რომ  LZTFL1 იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ცილის ბლოკირებით. ეს ხელს უწყობს ვირუსის შეღწევას ფილტვის უჯრედებში და მათ რეპროდუქციას. მკვლევრების თქმით, ეს გავლენას არ ახდენს იმაზე, თუ რამდენად კარგად იცავს ვაქცინა COVID-ისგან.

დოქტორი რაჰიბ ალი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ექსპერტი, ამბობს, რომ გენის აღმოჩენა დაგვეხმარა იმის გაგებაში, თუ რატომ არის ასე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამხრეთ აზიელებში. თუმცა, მისი თქმით, გენი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის ერთადერთი ახსნა, რადგან გასათვალისწინებელია ბევრი სხვა ფაქტორი, მაგალითად, სოციალურ-ეკონომიკური პირობები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system