თავში

აღმოჩენილია სისტემა, რომელშიც პლანეტები პერპენდიკულარულად ბრუნავენ

აღმოჩენილია სისტემა, რომელშიც პლანეტები პერპენდიკულარულად ბრუნავენ
აღმოჩენილია სისტემა, რომელშიც პლანეტები პერპენდიკულარულად ბრუნავენ

ასტრონომებმა უჩვეულო პლანეტარული სისტემა აღმოაჩინეს. სისტემაში სულ სამი პლანეტაა, რომლებიც ერთმანეთის მიმართ პერპენდიკულარულად ბრუნავენ. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

ვარსკვლავი HD 3167  დედამიწიდან 150 სინათლის წლის მანძილით არის დაშორებული. სისტემის ორი პლანეტა 2016 წელს აღმოაჩინეს, ხოლო მესამე 2017 წელს. პირველი ორი ციური სხეული, ალბათ, სუპერდედამიწაა (მათი ზომები დედამიწისა და ნეპტუნის ზომებს შორისაა). პირველი მათგანი ვარსკვლავის გარშემო ბრუნს ერთ დღეს ანდომებს, მეორე - 30-ს, ხოლო მესამე პლანეტის ორბიტალური პერიოდი რვა დღეა.

სისტემაში უჩვეულო ის არის, რომ პლანეტები HD 3167 c და d განლაგებულია ვარსკვლავის პოლუსების ზემოთ და ქვემოთ. ეს განასხვავებს მათ ჩვენი მზის სისტემის სხვა პლანეტებისგან, რომლებიც ბრუნავენ იმავე სიბრტყეში, დაახლოებით ვარსკვლავის ეკვატორის გარშემო.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სისტემა იმაზე უჩვეულოა, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ.  აღმოჩნდა, რომ HD 3167 ბრუნავს ვარსკვლავის ეკვატორის გარშემო და მისი ორბიტა პერპენდიკულარულია დარჩენილი ორი ციური სხეულის ორბიტებზე.

როგორც კვლევის წამყვანმა ავტორმა, ჟენევის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ვინსენტ ბურიერმა აღნიშნა, ასეთი სისტემის აღმოჩენა მეცნიერებისთვის მოულოდნელი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system