თავში

ახალგაზრდების სისხლი, შესაძლოა, გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენონ - კვლევა

ახალგაზრდების სისხლი, შესაძლოა, გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენონ - კვ
ახალგაზრდების სისხლი, შესაძლოა, გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენონ - კვლევა

სამეცნიერო ჯგუფმა თაგვებზე უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარა. ფიზიკურად არააქტიურ თაგვებს ბორბალზე მორბენალი, აქტიური თაგვების სისხლის პლაზმა გადაუსხეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ტვინის ანთების ტიპი, რომელიც დაკავშირებულია ალცჰაიმერთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან, არააქტიურ თაგვებში ახალგაზრდა თაგვების სისხლის გადასხმის შემდეგ შემცირდა. 

სამეცნიერო გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ახალგაზრდა თაგვების სისხლის გადასხმის შედეგად ასაკოვანი თაგვების უჯრედებმა და ქსოვილებმა მეტი ახალგაზრდული თვისება შეიძინა, მაგალითად, კუნთების გაძლიერებული რეგენერაცია.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე არსებული კვლევები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ კვლევის შედეგები ადამიანებზე განვაზოგადოთ. მრავალი კლინიკური კვლევაა საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ ახალგაზრდების სისხლს ხანდაზმული ადამიანების გაახალგაზრდავება შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system