თავში

ამირან გამყრელიძე: ბუნებრივი იმუნიტეტი ყალიბდება ქვეყანაში

ამირან გამყრელიძე: ბუნებრივი იმუნიტეტი ყალიბდება ქვეყანაში
ამირან გამყრელიძე: ბუნებრივი იმუნიტეტი ყალიბდება ქვეყანაში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამალი ამ ზაფხულს გამოჩნდება კორონავირუსთან მიმართებაში. ამის შესახებ მან "პირველი არხის" ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ბუნებრივი იმუნიტეტის შექმნისთვის საჭიროა 50-დან 70 პროცენტამდე მოსახლეობა იქნას აცრილი. 

"მოზრდილი მოსახლეობა ჩვენთან არის 2.8 მილიონი. ანუ სადღაც 1 650 000 ადამიანი ჩვენ უნდა ავცრათ, რომ 60%-მდე მოცვა იყოს.

გარდა ამისა, გარკვეულ ჯგუფს, 15%-მდე მოსახლეობას გადატანილი აქვს და ეს ბუნებრივი იმუნიტეტი ყალიბდება ქვეყანაში.

ჩვენ დაახლოებით გვჭირდება და ამ გეგმაში არის 3.9 მილიონი ვაქცინა. იმიტომ, რომ ის ვაქცინები, რომელიც დღეს ბაზარზეა ორჯერადი ინექციებით ხორციელდება",- განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system