თავში

არჩევნების სმარტფონით ჩატარების პირველი მცდელობა

არჩევნების სმარტფონით ჩატარების პირველი მცდელობა
არჩევნების სმარტფონით ჩატარების პირველი მცდელობა

როგორც წესი, სმარტფონით არჩევნებში ხმის მიცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები ჭორი აღმოჩნდება ხოლმე, თუმცა აშშ-ს ქალაქ სიეტლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრები მოქალაქეები, 11 თებერვალს საკუთარი აზრის დასაფიქსირებას ნამდვილად შეძლებენ მხოლოდ სმარტოფონის დახმარებით. 

როგორც NPR იტყობინება, ახალი ტექნოლოგია ზედამხედველთა საბჭოს არჩევნებში იქნება გამოყენებული.

ხმის მიცემისთვის აუცილებელია სახელის და გვარის მითითება, დაბადების თარიღის ჩაწერა, არჩევანის გაკეთება და ელექტრონული ხელმოწერა. ასეთი სიმარტივე გაზრდის ამომრჩეველთა ჩართულობას და არსებითად გაამარტივებს პროცესს. როგორც Tusk Philanthropies-ის აღმასრულებელი დირექტორი და მობილური ტელეფონებით არჩევნების ჩატარების იდეის გამავრცელებელი, ბრედლი ტასკი ამბობს, ეს ნაბიჯი დემოკრატიას ფუნდამენტურად გარდაქმნის.

არჩევნებში მონაწილეობის ეს მეთოდი აშშ-ში პირველ პრეცედენტს შექმნის და არ არის გამორიცხული, რომ მომამავალში ხმის მიცემისთვის სმარტფონების გამოყენებამ უფრო მასიური სახე მიიღოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system