თავში

აშშ-ში ხანდაზმული პირების მომვლელი რობოტი შეიმუშავეს

აშშ-ში ხანდაზმული პირების მომვლელი რობოტი შეიმუშავეს
აშშ-ში ხანდაზმული პირების მომვლელი რობოტი შეიმუშავეს

ამერიკულმა კომპანია Intuition Robotics-მა ხანდაზმულების დამხმარე რობოტი ElliQ შეიმუშავა, რომელიც მოხუცებს მარტოობასთან ბრძოლაში დაეხმარება. ამის შესახებ გამოცემა Bay News 9 წერს. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა პირველი რობოტია, რომელსაც თანაგრძნობის გამოხატვა შეუძლია. მისი გამოყენება 65 წელს გადაცილებული პირებისთვის არის რეკომენდებული.

რობოტი მის მფლობელს ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ უსვამს კითხვებს. ასევე, ეკითხება მიიღო თუ არა წამლები, ახსენებს ფიზიკურაქტივობებს, წყლის მიღებას და ა.შ. ა

ამას გარდა, რობოტი ხანდაზმულების პროგრესს და ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს. საჭიროების შემთხვევაში კი ინფორმაციას მოხუცის პირად ოჯახის ექიმს აწვდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system