თავში

ავსტრალიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ცხვირის სპრეი შეიქმნა

ავსტრალიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ცხვირის სპრეი შეიქმნა
ავსტრალიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ცხვირის სპრეი შეიქმნა

ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში COVID-19-ის საწინააღმდეგო ცხვირის სპრეის კლინიკური კვლევები იწყება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ New Atlas წერს.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, ჰეპარინის ცხვირის სპრეი COVID-19-ის ინფექციის წინააღმდეგ ეფექტურია. მისი გამოყენების იდეა ეფუძნება ჰიპოთეზას, რომ SARS-CoV-2-ის ინფექციის პირველ ეტაპზე ვირუსის ნაწილაკები ცხვირში  ჰეპარანის სულფატის მოლეკულასთან ურთიერთქმედებით შედიან. ვირუსის S-პროტეინი უკავშირდება ჰეპარანის სულფატს, რაც მის ACE2 რეცეპტორებთან ურთიერთქმედების უნარს ზრდის.

ჰეპარინი არის ფართოდ გამოყენებული ანტიკოაგულანტი, რომელიც გულის შეტევისა და სისხლის შედედების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. 

კვლევის მიზანია დადგინდეს, რამდენად ეფექტურად იცავს ცხვირის სპრეი COVID-19-ის გადაცემას.  ამასთან, მკვლევარებს სურთ გაარკვიონ, ამცირებს თუ არა ჰეპარინს სიმპტომების სიმძიმეს.

კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს პროფილაქტიკური ცხვირის სპრეი ეფექტური უნდა იყოს ვირუსის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system