თავში

ავსტრალიაში რობოტი ობობა შეიმუშავეს

ავსტრალიაში რობოტი ობობა შეიმუშავეს
ავსტრალიაში რობოტი ობობა შეიმუშავეს

ავსტრალიის ადელაიდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა  რობოტი ობობა შექმნეს, რომელიც "იუნესკოს" დაცული მემკვიდრეობის სიის მღვიმეების სკანირებისთვის არის განკუთვნილი. ამის შესახებ გამოცემა Engadget წერს.

გამოცემის ცნობით, ობობა რობოტი, რომელიც CaveX-ის პროექტის ფარგლებშია შემუშავებული,  მღვიმეებს 3D-ში დაასკანერებს.

მოწყობილობის დეველოპერებმა სპეციალურად შეცვალეს ბორბლები ფეხებით იმის შიშით, რომ რობოტი გადაადგილებისას შეიძლება გაჭედილიყო. უფრო მეტიც, ფეხების წყალობით რობოტი შეძლებს გამოქვაბულში არათანაბარ რელიეფზე გადაადგილებასაც.

სტუდენტები იმედოვნებენ, რომ 3D სკანირება მათ გამოქვაბულში ახალი აღმოჩენების გაკეთებაში დაეხმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system