თავში

ბავშვებს 4-ჯერ მეტი შანსი აქვთ COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანონ

ბავშვებს 4-ჯერ მეტი შანსი აქვთ COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანონ
ბავშვებს 4-ჯერ მეტი შანსი აქვთ COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანონ

ზრდასრულებსა და ბავშვებს COVID-19-ით ინფიცირების თანაბარი შანსები აქვთ. თუმცა, ბავშვებში 4-ჯერ მეტია იმის შანსი, რომ ვირუსი უსიმპტომოდ განვითარდეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.

ბელგიის ლიეჟის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევრებმა 63 ბავშვისა და 118 ზრდასრული ადამიანის მონაცემები შეისწავლეს.

დაკვირვების პერიოდში მოზრდილებისა და ბავშვების დაახლოებით თანაბარი ნაწილი დაინფიცირდა COVID-19–ით. კვლევაში მონაწილე 63 ბავშვიდან 13 იყო ინფიცირებული. 118 მოზარდს შორის გამოვლინდა ინფექციის 32 შემთხვევა. თუმცა, მხოლოდ ოთხ ზრდასრულ ადამიანს არ ჰქონდა კორონავირუსის სიმპტომები. 13 ბავშვიდან კი ასიმპტომური ექვსი იყო.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებს ხშირად არ აქვთ სიმპტომები დაავადების ყველა სტადიაზე, ამიტომ მათ შეუძლიათ სხვების ინფიცირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system