თავში

ბიოტექნოლოგიები კაცობრიობას სრულად გარდაქმნის - მეცნიერი

ბიოტექნოლოგიები კაცობრიობას სრულად გარდაქმნის - მეცნიერი
ბიოტექნოლოგიები კაცობრიობას სრულად გარდაქმნის - მეცნიერი

ებრაელმა ისტორიკოსმა და ფუტურისტმა, იუვალ ნოი ჰარარიმ განაცხადა, რომ მომდევნო 100 წელიწადში კაცობრიობა შეიძლება მთლიანად შეიცვალოს. მისი თქმით, ამის მიზეზი  ბიოტექნოლოგიის სწრაფი განვითარება იქნება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph წერს.

გარდა ამისა, ჰარარის სჯერა, რომ კაცობრიობა ახლა ყველაზე კრიტიკულ ათწლეულს გადის, რომლის დროსაც მას უმნიშვნელოვანესი  არჩევანის გაკეთება მოუწევს.  

ჰარარის თქმით, საინტერესოა არა თავად ცვლილებები, არამედ მათი განვითარების სიჩქარე. ისტორიულად, „ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, არის თავად კაცობრიობა. ანატომიურად და ემოციურად, ჩვენ ყველანი ისევ ისეთები ვართ, როგორიც ვიყავით ქვის ხანაში. მაგრამ ბიოტექნოლოგიას - ჩვენი სხეულის შეცვლის უნარი აქვს. 

ტრანსჰუმანიზმი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ტექნოლოგიის გამოყენებას არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის გასაუმჯობესებლად და გასახანგრძლივებლად, არამედ ადამიანისა და მანქანების შერწყმას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system