თავში

ბოტოქსი დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს

ბოტოქსი დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს
ბოტოქსი დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს

ბოტოქსი  ეს არის გასუფთავებული და შესუსტებული ბოტულიზმის „A“ ტიპის ნეიროტოქსინისგან დამზადებული პრეპარატი, რომლის გამოყენება 1980 წლიდან დაიწყო. სინამდვილეში ეს ნივთიერება არის უძლიერესი ორგანული შხამი, რომელმაც საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისას შეიძლება მძიმე ტოქსიკური დაზიანება - ბოტულიზმი გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, სპეციალური დოზებით ბოტულინის ტოქსინი ესთეტიკურ მედიცინაში გამოიყენება. ის ასევე ეფექტურია შაკიკის, კუნთების სპაზმის, ჰიპერჰიდროზისა და შარდის შეუკავებლობის პრობლემის სამკურნალოდ.

Report.ge-ს ცნობით, სამეცნიერო გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევების თანახმად, კალიფორნიის უნივერსიტეტის სკაგსის ფარმაცევტული მეცნიერებების მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბოტოქსის ინექციამ, შესაძლოა, დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომები შეამციროს. 

კვლევებით დადგინდა, რომ შფოთვის რისკი  ბოტოქსის მიმღებ პაციენტებში  22-72%-ით დაბალია. შედეგები არ მოიცავდა ადამიანებს, რომლებიც  ანტიდეპრესანტებსა და ტრანკვილიზატორებს იღებდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system