თავში

ბრაზილიაში ახალშობილი კუდით დაიბადა

ბრაზილიაში ახალშობილი კუდით დაიბადა
ბრაზილიაში ახალშობილი კუდით დაიბადა

ბრაზილიელი ექიმები უიშვიათესი სამედიცინო შემთხვევის მომსწრეები გახდნენ - ახალშობილი 10 სანტიმეტრის სიგრძის კუდით დაიბადა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს გრძელი "ფიბროზული ქორდა", იგივე კუდი ჰქონდა, რომელიც დაახლოებით 4 სანტიმეტრი დიამეტრის მომრგვალო წანაზარდით ბოლოვდებოდა.

ექიმებმა ახალშობილს წანაზარდი წარმატებით მოჰკვეთეს.

გამოცემა განმარტავს, რომ კუდი იშვიათი თანდაყოლილი ანომალიაა, რომელიც ექიმებს ჯერ ბოლომდე არ გამოუკვლევიათ. ამ დროისთვის ასეთი ანომალიის 40-მდე შემთხვევაა ცნობილი, მათ შორის, პირველი მე-19 საუკუნეში დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system