თავში

ბრიტანეთში ადამიანი-რობოტი შექმნეს - VIDEO

ბრიტანეთში ადამიანი-რობოტი შექმნეს
ბრიტანეთში ადამიანი-რობოტი შექმნეს  - VIDEO

ბრიტანულმა კომპანია Engineered Arts-მა სუპერ-რეალისტური ჰუმანოიდი შექმნა, რომელსაც ადამიანის გამომეტყველების კოპირება შეუძლია. 

Mesmer-ის პროექტის ფარგლებში შექმნილ რობოტს ოპერაციული სისტემა Tritium აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ ჰუმანოიდის მართვა და პროგრამირება დისტანციურად არის შესაძლებელი. ამას გარდა, რობოტები აღჭურვილია ტელეყოფის პროგრამული უზრუნველყოფით, სახელწოდებით Tinman, რომელიც მფლობელებს საშუალებას აძლევს რობოტის მეშვეობით გარშემომყოფებს ეკონტაქტოს. 

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ მისი მართვა პროგრამირების ტექნიკურ ცოდნას არ მოითხოვს. მისი ავტორიზაცია შესაძლებელია ბრაუზერის ან ნებისმიერი ინტერნეტ მოწყობილობის გამოყენებით.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოს Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ილონ მასკი გამოეხმაურა.

„ნამდვილი ანდროიდები მალე გამოჩნდებიან“, - წერს მასკი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system