თავში

ბრიტანეთში რობოტი "ადამიანი-ობობა“ შექმნეს

ბრიტანეთში რობოტი "ადამიანი-ობობა“ შექმნეს
ბრიტანეთში რობოტი ადამიანი-ობობა“ შექმნეს

ბრიტანულმა კომპანია HausBots-მა უორვიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით HB1 რობოტი შეიმუშავა, რომელიც კედლებზე გადაადგილდება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Coventry Live ავრცელებს.

HB1-ის მთავარი მიზანი მუშების უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო ადგილზე მათი ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებების ან გარდაცვალების რაოდენობის შემცირებაა.

რობოტს ვერტიკალურ ზედაპირზე მოძრაობა, შენობებისა და ინფრასტრუქტურის შემოწმება, ზედაპირის დათვალიერება და მოხატვაც კი შეუძლია. HB1 ექვს კგ-მდე ტვირთს გადააადგილებს. დისტანციური მართვის რადიუსი მიწიდან 30 მეტრია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system