თავში

ჩაამსხვრიე მინა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში - The Guardian-ის სარეკლამო კამპანია - PHOTO

ჩაამსხვრიე მინა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში - The Guardian-ის ს
ჩაამსხვრიე მინა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში - The Guardian-ის სარეკლამო კამპანია - PHOTO

გამოცემა The Guardian-მა ევროპელი მკითხველების ყურადღების მიქცევის ინოვაციურ მეთოდს მიაგნო. დიდი ბრიტანეთის ახალი ამბების ორგანიზაციამ გერმანიაში, კერძოდ ბერლინში ახალი სარეკლამო კამპანია წამოიწო, რომელიც ქალაქის ცენტრში შუშის ყუთების განთავსებას მოიცავს. ყუთებში Guardian Weekly–ის ბეჭდური გამოცემაა მოთავსებული, რომელსაც გამვლელები, შუშის ჩატეხვის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ მიიღებენ.

აღნიშნული კამპანია The Guardian-ის შიდა სააგენტო „ოლივერთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. სააგენტოს ბრენდინგისა დეპარტამენტის დირექტორმა, ქეით დევისმა განაცხადა, რომ კამპანიის მიზანი გერმანიაში გამოცემის ცნობადობის ამაღლებაა.

The Guardian არაჩვეულებრივ პოზიციაზე იმყოფება იმისათვის, რომ ევროპელ მკითხველს წარუდგინოს და გააცნოს გლობალური ახალი ამბების ჟურნალი, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას ასახავს“,-აღნიშნა დევისმა.

„ოლივერის“ კრეატიულმა დირექტორმა, სემ ჯეიკობსმა აღნიშნა, რომ კამპანიის კონცეფცია მიმდინარე გლობალურმა საკითხებმა შთააგონა.

მიმდინარე მოვლენებს თუ გადავხედავთ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ საგანგებო სიტუაციაში ვართ, განსაკუთრებით თუ კლიმატურ პრობლემებს გავითვალისწინებთ. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ე.წ გადაუდებელი დახმარების ყუთი, რომლის ჩამსხვრევითაც გაეცნობი ინფორმაციას და არსებულ პრობლემებზე უფრო ღრმად დაფიქრდები“,-განაცხადა „ოლივერსის“ კრეატიულმა დირექტორმა.

წყარო: ADWeek

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system