თავში

ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 811-მდე გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 811-მდე გაიზარდა
ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 811-მდე გაიზარდა

კორონავირუსის ეპიდემიას ბოლო მონაცემებით ჩინეთში 811 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მოსახლეობაში აღელვება მატულობს, რადგან მათ საახალწლო შვებულებიდან სამსახურებში დაბრუნება უწევთ. ხელისუფლებამ მოუწოდა კერძო ბიზნესს, გადადონ სამუშაოს განახლების ვადები და მისცეს თანამშრომლებს უფლება კიდევ 10 დღის განმავლობში იყვნენ უსაფრთხო ადგილას. 

ჩინეთის რამდენიმე ქალაქი ისევ ჩაკეტილია. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დიდი მაღაზიები და სკოლები. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 89 ინფიცირებული გარდაიცვალა. მსხვერპლის საერთო რაოდენობა უკვე აღემატება ჩინეთში 2003-2004 წლებში გავრცელებული რესპირატორული სინდრომის (SARS) მსხვერპლთა რაოდენობას. 

ამ დრომდე ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 37 198 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system