თავში

ჩინეთში შხამიანი გველების ახალი სახეობა აღმოაჩინეს

​ჩინეთში შხამიანი გველების ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ჩინეთში შხამიანი გველების ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მეცნიერებმა შხამიანი გველის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს.

მეცნიერებათა აკადემიის სპეციალისტებმა ჩინეთიდან, გველის ახალი სახეობისათვის გადაწყვიტეს, დაერქმიათ Bungarus suzhenae. სახელწოდება ჩინური მითოლოგიიდან, ქალღმერთ ბაი სუ ჩჟენი-დან მოდის, რომელიც ყოვლისშემძლე გველს წარმოადგენს და ასახულია ჩინურ მითოლოგიაში როგორც "ლეგენდა თეთრ გველზე''

სპეციალისტებმა ახლად აღმოჩენილი შავ-თეთრი ზოლიანი ასპიტი ყველაზე მეტად ლეგენდარულ თეთრ გველს მიამსგავსეს, რამაც მისი სახელწოდება განაპირობა.

ქვეწარმავლის აღმოჩენას საფუძვლად 2015 წელს მომხდარი უბედური შემთხვევა დაედო, როდესაც ჩინელ ზოოლოგ მიან ხოუს, ინცზიანის რაიონში შავთეთრმა ზოლიანმა გველმა უკბინა. ნაკბენი მტკივნეული აღმოჩნდა ხოლო მის გარშემო კანმა მუქი შეფერილობა მიიღო. ზოოლოგი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა მაინც შეძლეს. პაციენტის დაკვირვების და მომხდარი შემთხვევის შესწავლის პერიოდში ბიოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ნაკბენის შედეგები არ შეესაბამებოდა აქამდე ცნობილი სხვა ზოლიანი ასპიტების ნაკბენს და საქმე გველის უცნობ სახეობასთან ჰქონდათ.

ზოლიანი ასპიტები უკიდურესად შხამიან გველებად ითვლება, ხოლო მათი სახეობრივი მრავალფეროვნების და გეოგრაფიული გავრცელების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლის უსაფრთხოებისათვის.

დღეისათვის, მომაკვდინებელი გველების შხამი და მათი ბუნება კარგად არის შესწავლილი, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს დააჩქარონ ანტიდოტების შექმნა და შეიმუშავონ ნაკბენების შემთხვევაში უფრო ეფექტური მკურნალობის მეთოდიკა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system