თავში

ჭრილობის სწრაფად შეხორცებისთვის "ჭკვიანი" სახვევები გამოიგონეს

ჭრილობის სწრაფად შეხორცებისთვის "ჭკვიანი" სახვევები გამოიგონეს
ჭრილობის სწრაფად შეხორცებისთვის ჭკვიანი სახვევები გამოიგონეს

ბოლონიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა (იტალია) რთულად შესახორცებელი ჭრილობებისთვის სპეციალური სახვევები გამოიგონეს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Frontiers in Physics წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჭრილობის შეხორცებას ზოგჯერ ხელს უშლის მეტაბოლური დარღვევები ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ჭრილობის შეხორცებისთვის მრავალი პარამეტრია გასათვალისწინებელი, მათ შორის ტემპერატურა, გლუკოზის დონე და მჟავიანობა.

ასეთი ჭრილობების დამუშავების გასაადვილებლად მეცნიერებმა სპეციალური "ჭკვიანი" სახვევი გამოიგონეს. იგი შედგება ელექტროგამტარი პოლიმერისგან (პოლისტიროლის სულფონატი). ტენიანობის ცვლილებისას, იცვლება მისი ელექტრული გამტარობის მახასიათებლები.

სახვევი ჭრილობის ტენიანობის მონაცემებს სმარტფონს გადასცემს, რაც ჯანდაცვის მუშაკებს საშუალებას აძლევს ჭრილობის გაუხსნელად მიხვდნენ,  როდის უნდა შეიცვალოს სახვევი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system