თავში

COVID-19-ის საწინააღმდეგო აბი სიკვდილიანობას 50%-ით ამცირებს

COVID-19-ის საწინააღმდეგო აბი სიკვდილიანობას 50%-ით ამცირებს
COVID-19-ის საწინააღმდეგო აბი სიკვდილიანობას 50%-ით ამცირებს

ფარმაცევტული კომპანია Merck-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო  პრეპარატი, სახელწოდებით მოლნუპირავირი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის შემთხვევებს 50%-ით ამცირებს.  ამის შესახებ ინფორმაციას APnews ავრცელებს.

Merck-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რობ დევისი აღნიშნავს, რომ პრეპარატის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციისთვის, კომპანია აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) და სხვა ქვეყნების მარეგულირებლებს უმოკლეს ვადაში მიმართავს.

როგორც ფარმაცევტულ კომპანიაში აცხადებენ, მედიკამენტი იქნება პირველი აბი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ სამკურნალოდ იქნება გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ მოლნუპირავირი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სახლში მკურნალობენ და სიმპტომები ხუთზე ნაკლები დღის განმავლობაში აღენიშნებათ ან იმათთვის, ვინც სხვადასხვა რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ახალი პრეპარატის კვლევაში მონაწილეობა ჯამში 775 ადამიანმა მიიღო, რომლებიც სიმსუქნის, დიაბეტის და გულის დაავადებების გამო მაღალი რისკის ზონაში იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ მოლნუპირავირის მიმღებებს შორის არავინ გარდაცვლილა – პლაცებოს კატეგორიაში კი კორონავირუსმა რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system