ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, რომლებიც ამავდროულად დიაბეტით არიან დაავადებულნი, ჰოსპიტალიზაციიდან ერთი კვირის განმავლობაში ყოველი მეათე იღუპება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ფრანგი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დიაბეტით დაავადებული 1 300 პაციენტიდან, რომელთა საშუალო ასაკიც 70 წელს შეადგენდა, ჰოსპიტალიზაციიდან შვიდი დღის განმავლობაში 29% დაიღუპა ან ხელოვნური სუნთქვით აპარატზე იმყოფება.
მკვლევარების განცხადებით, ყოველი ხუთი პაციენტიდან ერთი ხელოვნურ სუნთქვით მართვაზეა გადაყვანილი, ხოლო ყოველი ათიდან ერთი გარდაიცვალა.
კვლევის თანახმად, 75 წელს გადაცილებული პაციენტების გარდაცვალების შანსი 14-ჯერ მეტია, ვიდრე 55 წლის ასაკამდე მყოფი პირების. ამასთან, დიაბეტით დაავადებული პაციენტების უმეტესობა, რომლებიც კორონავირუსით გარდაიცვალნენ, მამრობითი სქესის წარმოამდგენლები არიან.
დიაბეტით დაავადებული პაციენტები კორონავირუსის ერთ-ერთ მთავარ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ.