თავში

COVID-19 კიბოთი დაავადებულ პაციენტებში ტკივილს ამსუბუქებს

COVID-19 კიბოთი დაავადებულ პაციენტებში ტკივილს ამსუბუქებს
COVID-19 კიბოთი დაავადებულ პაციენტებში ტკივილს ამსუბუქებს

ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოების ექიმებმა უცნაური ფენომენი აღმოაჩინეს: კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსის მძიმე ფორმა ჰქონდათ, სიმსივნით გამოწვეული ტკივილები შეუმსუბუქდათ. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემა PAIN-ზე დაყრდნობით წერს.

უახლესი კვლევა განსაკუთრებით ყურადსაღებია, ვინაიდან აქამდე ცნობილი იყო, რომ კორონავირუსითა და კიბოთი ერთდროულად ავადობა მხოლოდ აუარესებდა პაციენტის მდგომარეობას. 

გამოცემის ცნობით, უჩვეულო ფენომენი  ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოების ექიმთა მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა შენიშნა. 

მეცნიერები სამ ონკოლოგიურ პაციენტს აკვირდებოდნენ. რომლებიც 67-დან 84 წლამდე მამაკაცები იყვნენ. მათ სიმსივნის გამო ძლიერი ტკივილი აღენიშნებოდათ, რომელსაც ოპიოიდებიც ვერ აყუჩებდა.

სამივეს პაციენტი კორონავირუსით დაინფიცირდა და დაავადება ძალიან მძიმე ფორმით გადაიტანეს. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ სამივე მათგანმა ექიმს უთხრა, რომ კორონავირუსით ინფიცირების პერიოდში კიბოთი გამოწვეული ტკივილი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. ერთ-ერთმა პაციენტმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,  სიმსივნური ტკივილები კვლავ დაუბრუნდა.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად უფრო მეტი კვლევაა საჭირო. თუმცა, თუ საბოლოო შედეგებით ვიმსჯელებთ, კორონავირუსის ინფექციას შეუძლია ნერვული სისტემის დისფუნქცია გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ ზოგ პაციენტში ტკივილის განცდას თრგუნავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system