თავში

COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულების 70% ფსიქიკური პრობლემები აწუხებს

COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულების 70% ფსიქიკური პრობლემები აწუხებს
COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულების 70% ფსიქიკური პრობლემები აწუხებს

COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიო მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. კორონავირუსი თავს ესხმის ნერვულ სისტემას. იგი გავლენას ტვინის უჯრედებზე და შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ. გარდა ამისა, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს თავის ტვინში არსებულ ქიმიურ ნეიროტრანსმიტერებზეც.

კვლევების ერთმა სერიამ აჩვენა, რომ COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების ნახევარზე მეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის.

გამოკვლევებმა გამოავლინა ქვეჯგუფები, რომლებიც, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც ჩანს, ფსიქიკური პრობლემებისკენ უფრო მიდრეკილები არიან. - ადამიანები, რომლებსაც ფსიქოლოგიური პრობლემები პანდემიამდე პერიოდშიც აწუხებდათ. შესაძლოა, მათი მდგომარეობა დაავადების შემდეგ უფრო გაუარესდეს.

- დაბალი სოციალური და ეკონომიკური ფენის წარმომადგენლები.

- ქალები და ახალგაზრდები.

ჯანდაცვის მუშაკებზე ჩატარებულმა ერთ-ერთმა ჩინურმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოჯანმრთელებულების 70%-ზე მეტს ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნება. 50% დეპრესიას უჩივის, 45% კი - შფოთვით აშლილობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system