თავში

COVID-გადატანილებში კიდევ ერთი პათოლოგია გამოვლინდა

COVID-გადატანილებში კიდევ ერთი პათოლოგია გამოვლინდა
COVID-გადატანილებში კიდევ ერთი პათოლოგია გამოვლინდა

ზოგიერთი პაციენტი, რომელმაც კოროვირუსული ინფექცია გადაიტანა, მთელ სხეულში ე.წ. მიგრაციულ ტკივილს უჩივის ამის შესახებ ნევროლოგებმა განაცხადეს.

მათი თქმით, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ამ სიმპტომების შესახებ პაციენტების თითქმის 10% საუბრობს. როგორც წესი, მიგრაციულ ტკივილს თან ახლავს გაზრდილი დაღლილობა და ძილის დარღვევა. დაავადებას, რომლებსაც ეს ნიშნები ახასიათებს, ფიბრომიალგია ეწოდება.

"ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს მიგრაციულ ტკივილს ლიმფურ კვანძებში, სახსრებში, კიდურებში. პაციენტები ასევე უჩივიან დაღლილობას, ძილის დარღვევას", - აღნიშნავენ ნევროლოგები.

ტკივილის სინდრომის მქონე ადამიანს ექიმთან კონსულტაციას ურჩევენ. თუ მისი მდგომარეობა ანთებითი რეაქციით ვერ აიხსნება, მაშინ ეს, შესაძლოა, ნერვული სისტემის დისფუნქციით იყოს გამოწვეული.

"თავის ტვინში არის ცენტრები, რომლებიც ტკივილგამაყუჩებელ პასუხს უზრუნველყოფს. როდესაც ფეხის ნეკა თითით ტუმბოს ვეჯახებით, გვტკივა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს შეგრძნება ქრება, რადგან ტკივილგამაყუჩებელი სისტემა მუშაობს. COVID-19-ის გადატანის შემდეგ ეს სისტემა, შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდეს“, - ამბობენ ნევროლოგები.

მათი თქმით, COVID-19-მა, შესაძლოა, ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს, მათ შორის ენდოკრინული, ნერვული, ემოციური.

მიგრაციული ტკივილის მქონე პაციენტებს როგორც მედიკამენტებით, ასევე არასამკურნალო მეთოდებით მკურნალობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system