თავში

დაბინძურებული ჰაერით COVID-19-ზე მეტი ადამინი კვდება - Hi-Tech

დაბინძურებული ჰაერით COVID-19-ზე მეტი ადამინი კვდება - Hi-Tech
დაბინძურებული ჰაერით COVID-19-ზე მეტი ადამინი კვდება - Hi-Tech

ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება. მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიით ორი წლის განმავლობაში 5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Hi-Tech წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს გარემოზე, კლიმატზე და, რაც მთავარია, ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

სახიფათო ემისიები ძირითადად წარმოიქმნება საწვავის წვისა და ტყის ხანძრის შედეგად. მსოფლიო მოსახლეობის 90%-ზე მეტი ორგანიზმისათვის საშიშ, დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.

ჰაერის გამწმენდი სისტემების შვეიცარიელმა მწარმოებელმა IQAir-მა ჩაატარა კვლევა და წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე ცუდი ჰაერის ხარისხის მქონე ქალაქების რეიტინგი, პირველ ადგილზე  ბოსნია და ჰერცეგოვინას ქალაქი სარაევოა, შემდეგ ლაჰორი (პაკისტანი) და კრასნოიარსკი (რუსეთი). 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კლიმატის ცვლილება ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხეა. მხოლოდ ჰაერის დაბინძურებით, წიაღისეული საწვავის წვის შედეგად, ყოველ წუთს 13 ადამიანი იღუპება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system