თავში

დედამიწა განწირულია - NASA

დედამიწა განწირულია - NASA
დედამიწა განწირულია - NASA

"დედამიწა განწირულია. და თუ ეს  კლიმატის ცვლილების გამო არ მოხდება, მაშინ ამას  გრძელვადიან პერსპექტივაში პლანეტაზე ჟანგბადის მარაგის ამოწურვა გამოიწვევს", - წერს გერმანული გამოცემა Frankfurter Rundschau.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის (NASA) ორმა მკვლევარმა გამოთვალა რა დრო დასჭირდება დედამიწაზე ჟანგბადის მარაგის ამოწურვას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შორეულ მომავალში დედამიწაზე სიცოცხლე მთლიანად გაქრება.

ტოჰოს უნივერსიტეტის მეცნიერმა, კაცუმი ოზაკიმ და  ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარმა, კრის რეინჰარდმა  დედამიწის კლიმატური, ბიოლოგიური და გეოლოგიური სისტემების მოდელი შექმნა. აღნიშნული კვლევა NASA-ს მისიის ფარგლებში ჩატარდა და მას Planetary Habitability Project ეწოდა. 

„აღმოვაჩინეთ, რომ დედამიწაზე ჟანგბადით გაჯერებული ატმოსფერო სამუდამოდ არ გასტანს", - განაცხადა კაცუმი ოზაკიმ.

მკვლევარების ვარაუდით, მილიარდ წელიწადში დედამიწის ატმოსფერო რთული ორგანიზმებისთვის გამოუსადეგარი გახდება. მეცნიერთა დაკვირვებით, იმ პერიოდისათვის ატმოსფეროში 1%-ზე ნაკლები ჟანგბადი იქნება. 

"მთავარი მიზეზი. ასეთი დრამატული ცვლილებებისთვის არის ის, რომ მომავალში მზე გაცხელდება - და, შესაბამისად,  ბევრად მეტ ენერგიას გამოყოფს, რაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს, რადგან CO2 შთანთქავს სითბოს და შემდეგ იშლება”, - განმარტავენ მეცნიერები.

ოზაკისა და რაინჰარდტის აზრით, მომავალში ნახშირორჟანგის დონე ატმოსფეროში იმდენად დაბალი იქნება, რომ ფოტოსინთეზური ორგანიზმები, მცენარეების ჩათვლით, ჟანგბადის გამომუშავებას ვეღარ შეძლებენ. ამ ფოტოსინთეზური ორგანიზმების მასობრივი გადაშენება კი სიცოცხლის დაღუპვას გამოიწვევს. ამასთან, მეთანის შემცველობა ჰაერში, მეცნიერთა აზრით, ათიათასჯერ გაიზრდება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სათბურის ეფექტს.

სამეცნიერო ჟურნალში Nature Geoscience-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად დედამიწაზე ჟანგბადის მაღალი შემცველობა იქნება, მაგრამ შემდეგ დაახლოებით 2,4 მილიარდ წელში კატასტროფულად დაეცემა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system