თავში

დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება - NASA

დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება - NASA
დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება - NASA

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) განცხადებით, ასტეროიდი 2014 YE15 დედამიწას 6 იანვარს ჩაუფრენს. Report.ge-ის ცნობით, ინფორმაციას Inverse ავრცელებს.

NASA-ს ცნობით, ასტეროიდის დიამეტრი დაახლოებით 12,8 მეტრია.

დედამიწასა და ასტეროიდს შორის მანძილი  დაახლოებით 7,4 მილიონი კილომეტრი იქნება.

NASA-მ აღნიშნა, რომ  ასტეროიდის ზომა და დედამიწასთან მისი სიახლოვე  ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ასტეროიდი 2014 YE15 არის Aton-ის კლასის ასტეროიდების ჯგუფის წევრი, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს დედამიწასა და მერკურს შორის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system