თავში

დედამიწის ენერგეტიკული დისბალანსი გაორმაგდა - NASA

დედამიწის ენერგეტიკული დისბალანსი გაორმაგდა - NASA
დედამიწის ენერგეტიკული დისბალანსი გაორმაგდა - NASA

უახლესი კვლევის თანახმად, დედამიწა თითქმის ორჯერ მეტ სითბოს იჭერს, ვიდრე 2005 წელს. NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დედამიწის ენერგეტიკული დისბალანსი გაორმაგდა.

NASA-ს და ოკეანეების და ატმოსფერული ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ  2005 წლიდან 2019 წლამდე დაფიქსირებული ზრდა "საგანგაშოა".

”ჩვენ მიერ აღმოჩენილი ტენდენციები, გარკვეული გაგებით, საკმაოდ შემაშფოთებელია”, - ამბობს ნორმან ლობი, კვლევის მთავარი ავტორი და NASA–ს მკვლევარი.

"ენერგეტიკული დისბალანსი" გულისხმობს დედამიწის მიერ მზისგან "გამოსხივებული ენერგიის" შეწოვასა და კოსმოსში დაბრუნებულ "თერმულ ინფრაწითელ გამოსხივებას" შორის სხვაობას. 

დედამიწის ენერგეტიკული დისბალანსის ზრდა გულისხმობს, რომ პლანეტის ტემპერატურა იზრდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system