თავში

დეპრესიასთან საბრძოლველად ტვინის იმპლანტი შეიქმნა

დეპრესიასთან საბრძოლველად ტვინის იმპლანტი შეიქმნა
დეპრესიასთან საბრძოლველად ტვინის იმპლანტი შეიქმნა

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც დეპრესიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ამის შესახებ გამოცემა New Scientist წერს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ექსპერტებმა მძიმე დეპრესიის გამოვლენისა და მკურნალობის მიზნით ეპილეფსიის იმპლანტი გამოსცადეს. 

მოწყობილობა, ასანთის კოლოფის ზომის არის. იგი იყენებს ელექტრო სიგნალებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინის აქტივობაზე. ელექტროდები ასტიმულირებენ ნერვულ სისტემას და წყვეტენ სიგნალებს, რომლებიც იწვევს დეპრესიას.

მოწყობილობა წარმატებით გამოსცადეს 36 წლის ქალ პაციენტზე.

"პირველად ხუთი წლის განმავლობაში,  მოულოდნელად ვიცინოდი და ვიღიმოდი", - აცხადებს ექსპერიმენტის მონაწილე ქალი.

იმპლანტის შემქმნელები ხაზს უსვამენ, რომ ჯერ ნაადრევია იმის განსჯა, თუ რამდენად გამოსადეგი იქნება მათი მოწყობილობა მძიმე დეპრესიის მქონე სხვა პაციენტებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system