თავში

დღეს ურანის დანახვა შეუიარაღებელი თვალით იქნება შესაძლებელი

დღეს ურანის დანახვა შეუიარაღებელი თვალით იქნება შესაძლებელი
დღეს ურანის დანახვა შეუიარაღებელი თვალით იქნება შესაძლებელი

5 ნოემბრის ღამეს ურანი დედამიწას  მინიმალურ დისტანციაზე მოუახლოვდება, რაც საუკეთესო პირობებს შექმნის პლანეტაზე დასაკვირვებლად. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Independent იუწყება.

ამ ღამეს დედამიწა მზესა და ურანს შორის იქნება მოქცეული. ურანის დისკი სრულად იქნება განათებული მზით.

მზიდან მეშვიდე პლანეტა დედამიწას 2,8 მილიარდი კილომეტრით მოუახლოვდება, რაც წელს მინიმალური მანძილი იქნება.

პლანეტის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელი იქნება. 

ურანი მზიდან მეშვიდე პლანეტაა დაშორების მიხედვით. ის რადიუსით მესამე, ხოლო მასით მეოთხეა მზის სისტემაში. ასტრონომები ურანს განცალკევებულ კატეგორიაში — „ყინულის გიგანტებში“ მოიხსენიებენ.

მისი ატმოსფერო ყველაზე ცივია მზის სისტემაში ტემპერატურით −224,2 °C. ურანის ატმოსფეროს რთულ ფენებიანი ღრუბლის სტრუქტურა აქვს და მეცნიერთა ვარაუდით, მის ძირეულ ღრუბლებში წყალია, ხოლო ყველაზე მაღალ ღრუბლებში — მეთანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system