თავში

დღეს ვალენტინობაა - რატომ უკავშირდება ეს დღე შეყვარებულ წყვილებს?

დღეს ვალენტინობაა - რატომ უკავშირდება ეს დღე შეყვარებულ წყვილებს?
დღეს ვალენტინობაა - რატომ უკავშირდება ეს დღე შეყვარებულ წყვილებს?

დღეს მსოფლიო წმინდა ვალენტინის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს შეყვარებული წყვილები განსაკუთრებით ზეიმობენ. სიყვარულის დღედ წოდებული დღე პირველად დიდ ბრიტანეთში 1835 წელს აღნიშნეს, 1847 წლიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ პოპულარულ დღესასწაულად იქცა.

ვალენტინი რომაელი მღვდელი იყო, 269 წელს, კლავდიუს II-ის მეფობის დროს აწამეს. კლავდიუს II-მ რომის იმპერიაში ახალგაზრდების დაქორწინება აკრძალა, რადგან თვლიდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი. მღვდელი ვალენტინი კი მის ბრძანებას არ დაემორჩილა და შეყვარებულ წყვილებს მალულად წერდა ჯვარს. მისი ეს საქციელი დიდხანს არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ვალენტინი შეიპყრეს, ციხეში ჩასვეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი სიკვდილით დასაჯეს და წამების შემდეგ თავი მოკვეთეს.

არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვით, ციხეში ყოფნისას ვალენტინს ციხის ზედამხედველის ბრმა ქალიშვილი, ჯულია შეუყვარდა და სასიყვარულო ბარათი მისწერა. ბარათი ასე მთავრდებოდა: "შენი ვალენტინი". სწორედ აქედან წარმოდგა დასავლური ტრადიცია, რომლის მიხედვით 14 თებერვალს შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს უგზავნიან წარწერით „იყავი ჩემი ვალენტინი“ ან - „იქნები ჩემი ვალენტინი?“ და აშ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system