
ძუძუს კიბოს პროფილაქტიკის პირველ ვაქცინას უკვე ადამიანებზე გამოცდიან. Cleveland Clinic-ის ცნობით, კვლევას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ძუძუს კიბოს ვაქცინის შემუშავებას და პრეკლინიკურ კვლევებს სულ 20 წელი დასჭირდა.
მანამდე, ცხოველებზე ჩატარებულმა ტესტებმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. ამ ეტაპზე, მკვლევარები ვაქცინის უსაფრთხოებას ადამიანებზე შეამოწმებენ და იმუნოლოგიურ პასუხებს დააკვირდებიან.
ექსპერტების აზრით, ვაქცინის კლინიკურ გამოყენებამდე სულ მცირე ათი წელი რჩება.