თავში

მეჯვარეებს ქორწილში, ყვავილების ნაცვლად, ხელში ლეკვები ეჭირათ - VIDEO

მეჯვარეებს ქორწილში, ყვავილების ნაცვლად, ხელში ლეკვები ეჭირათ - VIDEO
მეჯვარეებს ქორწილში, ყვავილების ნაცვლად, ხელში ლეკვები ეჭირათ - VIDEO

აშშ-ს შტატ ფლორიდაში პატარძალმა უჩვეულო ქორწილი მოაწყო. მან მეჯვარეებს სთხოვა, ყვავილების ნაცვლად, პატარა ლეკვები დაეჭირათ.

ეს გადაწყვეტილება პატარძალმა, სახელად ანდიმ, ახირების გამო არ მიიღო. საქმე ისაა, რომ ის ცხოველთა უფლებების დამცველად მუშაობს და ამგვარად ძაღლების თავშესაფრებისადმი საზოგადოების ყურადღების მოპყრობა უნდოდა.

მან დამსწრეებს მოუწოდა, ჯიშიანი ძაღლების შეძენაზე უარი თქვან და ოთხფეხა მეგობრები თავშესაფრიდან უფასოდ აიყვანონ.

ქორწილის სტუმრებს, საჩუქრის სახით, ძაღლის აყვანისთვის საჭირო ანკეტის შევსებაც შესთავაზეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system