თავში

ენტონი ჰოპკინსის ქართველი ორეული

ენტონი ჰოპკინსის ქართველი ორეული
ენტონი ჰოპკინსის ქართველი ორეული

აზარბაიჯანელმა ფოტოგრაფმა, ანდრე ჯაბალმა შესძლო გაეკვირვებინა სოციალური ქსელის მომხმარებლები საქართველოში გადაღებული სურათით. მან გამოაქვეყნა პორტრეტული სურათი, საშუალო ხნის მამაკაცის, რომელიც ძალიან ჰგავს ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობს, ენტონი ჰოპკინს. თუ ვიმსჯელებთ ფონით და წარწერით, ჯაბალის ობიექტივში მოხვდა ყაზბეგის რაიონის მკვიდრი.

ანდრე ჯაბალმა გამოაქვეყნა სურათი ტურისტულ ჯგუფში SPEND 4 SEASONS IN GEORGIA სადაც მომხმარებლებმა შეამჩნიეს მსგავსება ჰოპკინსა და ქართველ ორეულს შორის. 

„სად იპოვე ენტონი ჰოპკინსი?“, - დაწერა მომხმარებელმა ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვმა.  

„ეს არ არის ენტონი ჰოპკინსი, ეს არის ანტონ ჰოპკინსიძე“, - გამოთქვა გიო დიაკონიძემ.

„რა ლამაზი მამაკაცები არიან საქართველოში ნებისმიერ ასაკში,“- წერს ვიქტორია პრავოტოროვა.

„ენტონი ჰოპკინსის საუკეთესო ვერსია,“- თვლის მეგი გუდაძე.

ზოგიერთმა მომხმარებელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს არის ენტონი ჰოპკინსი, რომელმაც გადაწყვიტა, ყველაფერი მიატოვოს და იცხოვროს საქართველოში. 

თვითონ ავტორი წერს საკუთარ სურათზე ასე - „მაქვს კიდევ ერთი პორტრეტი, რომელიც გავაკეთე 2014 წელს, ჩემი პირველი ვიზიტის დროს თბილისში. ამ ვიზიტის შემდეგ მივხვდი რომ კიდევ ბევრჯერ დავბრუნდები აქ“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system