თავში

Facebook-ის 50 ათას მომხმარებელს დაქირავებული პირები უთვალთვალებდნენ

Facebook-ის 50 ათას მომხმარებელს დაქირავებული პირები უთვალთვალებდნენ
Facebook-ის 50 ათას მომხმარებელს დაქირავებული პირები უთვალთვალებდნენ

მსოფლიოს 100 ქვეყნიდან სოციალური ქსელი Facebook-ის თითქმის 50 ათასი მომხმარებელი „კიბერ დაქირავებული“ პირების მსხვერპლი გახდა, რომლებიც თვალთვალით არიან დაკავებულნი. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ Meta-ს საფრთხის მართვის დირექტორმა, დევიდ აგრანოვიჩმა და კიბერ ჯაშუშობის გამოძიების ხელმძღვანელმა, მაიკ დვილიანსკიმ ბლოგპოსტში განაცხადეს.

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ ჩაატარა გამოძიება, რის შემდეგაც მან შვიდი ორგანიზაცია დახურა. „კიბერ დაქირავებულები" ჩინეთში, ისრაელში, ინდოეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში საქმიანობდნენ და "მსხვერპლს" ამ ქვეყნებიდან უთვალთვალებდნენ. 

Meta-ს ინფორმაციით, ეს კომპანიები კერძო პირების თვალთვალს მთავრობების ან კერძო კლიენტების დავალებით ასრულებდნენ.

"კიბერ დაქირავებულები" აცხადებენ, რომ მხოლოდ ტერორისტებსა და კიბერკრიმინალებს ადევნებენ თვალყურს, თუმცა, საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ ისინი ჟურნალისტებს, დისიდენტებს, ავტორიტარული რეჟიმების კრიტიკოსებს, ოპოზიციონერებს, მათი ოჯახის წევრებს და უფლებადამცველებს უთვალთვალებდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system