თავში

ფიქრების კონტროლი ტვინის იმპლანტით გახდება შესაძლებელი

ფიქრების კონტროლი ტვინის იმპლანტით გახდება შესაძლებელი
ფიქრების კონტროლი ტვინის იმპლანტით გახდება შესაძლებელი

მინესოტას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა ტვინის ახალი იმპლანტი შექმნეს, რომელიც აზროვნების პროცესებს აკონტროლებს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Nature წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ადამიანს დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ტვინის კოგნიტიური ფუნქციების კონტროლის პრობლემები განუვითარდეს. ეს გულისხმობს ფსიქიკური აშლილობას, დეპრესიას, ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას და სხვა. აღნიშნული ნერვული დაავადებები აზროვნების პროცესების შეფერხებას იწვევს. 

მეცნიერებმა  დაადგინეს, რომ ვენტრალური შიდა კაფსულის/ვენტრალური სეგმენტალური არის უბნების ელექტრული სტიმულაცია, შესაძლოა,  პაციენტებს კოგნიტიური, აზროვნების კონტროლის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. სისტემა აგზავნის მოკლე ელექტრულ იმპულსებს ტვინის კონკრეტულ უბანზე, რათა გაზარდოს მისი მუშაობის ეფექტურობა.

ექსპერიმენტში 12 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც ეპილეფსიის სამკურნალოდ ტვინზე ოპერაცია ჰქონდათ ჩატარებული. კვლევის შედეგების მიხედვით, ზოგიერთ მოხალისეს ალგორითმის იმპულსები შფოთვის სიმპტომების შემსუბუქებაში დაეხმარა.

ნაშრომის ავტორებმა განაცხადეს, რომ მათი სისტემა შეიძლება  მძიმე ფსიქიკური დარღვევების მქონე პირების სამკურნალოდაც იქნას გამოყენებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system