თავში

გალაქტიკაში 70 ობოლი პლანეტა აღმოაჩინეს

გალაქტიკაში 70 ობოლი პლანეტა აღმოაჩინეს
გალაქტიკაში 70 ობოლი პლანეტა აღმოაჩინეს

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩვენს გალაქტიკაში, ირმის ნახტომში, სულ მცირე 70 ახალი ობოლი პლანეტა აღმოაჩინა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ევროპის სამხრეთის ობსერვატორიის (ESO) პრესრელიზშია ნათქვამი. 

აღმოჩენილი პლანეტების ჯგუფი დედამიწიდან დაახლოებით 420 სინათლის წლის მანძილით არის დაშორებული.

ასტრონომმა ნურია მირეტ-როიგმა განაცხადა, რომ ასეთი რაოდენობის ობოლი პლანეტების იდენტიფიცირებისთვის, ასტრონომთა ჯგუფმა დედამიწაზე და კოსმოსში არსებული ტელესკოპებიდან დაახლოებით 20 წლის მონაცემები გააანალიზა. 

ობოლი პლანეტები კი არცერთ ვარსკვლავთან არ არიან დაკავშირებულნი, ისინი უბრალოდ სივრცეში მარტო დახეტიალობენ. ისინი იმდენად შორს არიან ვარსკვლავის სინათლისგან, რომ მათი დანახვა ძალიან რთულია. ბოლი პლანეტები უაღრესად ცივია, რადგანაც მათ მზე არ ანათებთ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system