თავში

გერმანიაში კოვიდ საწინააღმდეგო "UV ფარდა" შექმნეს

გერმანიაში კოვიდ საწინააღმდეგო "UV ფარდა" შექმნეს
გერმანიაში კოვიდ საწინააღმდეგო UV ფარდა შექმნეს

გერმანელმა მეცნიერებმა "ულტრაიისფერი ფარდა" შექმნეს, რომელიც საავადმყოფოებში და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში იქნება გამოყენებული. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ სამდიცინო გამოცემა medRxiv წერს.

მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მეცნიერთა განცხადებით, "ულტრაიისფერი ფარდა" სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს კორონავირუსის გადადებისგან დაიცავს. 

როგორც მოწყობილობის აღწერილობაშია ნათქვამი, სისტემას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ჰაერში როგორც ვირუსების, ასევე ბაქტერიების კონცენტრაცია. 

შუქი LED- ებით წარმოიქმნება. ულტრაიისფერი სხივი ურტყამს ვერტიკალურად მიმავალ რეფლექტორს, რათა გაზარდოს გამოსხივების სიმკვრივე.

მიუხედავად იმისა, რომ UV-C გამოსხივება შეიძლება საშიში იყოს, ფარდა მოიცავს ჩაშენებულ დამცავ მოწყობილობას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მავნებელი გამოსხივება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system