სრულიად შიშველი წყვილი ტაივანში, გზის პირას გაჩერებული მანქანის უკან იდგა, როდესაც გუგლის აპლიკაციის მომხმარებლებმა მათ შემთხვევით მოჰკრეს თვალი. ენთუზიასტებს გუგლის რუკებში გზის აღბეჭდვა უნდოდათ, რადგან ეს რეგიონი ტაივანში ერთ-ერთ ყველაზე რთულად მისაღწევ ადგილად ითვლება.
სოციალური მედიის მომხმარებელმა, რომელმაც ეს ფაქტი დაინახა თქვა: "მე გადავხედე Google- ს, ვიპოვნე რამდენიმე ცხოველი და მოულოდნელად წავაწყდი ამ მშვენიერ სანახაობას!“
"Google Maps ყველაზე დიდი გამოგონებაა - ის ღმერთზე დიდია", - ეხმაურება მეორე.
"ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სად რა ხდება, მსოფლიოს ყველა წერტილში", - წერს მესამე მომხმარებელი.
ერთ-ერთმა კი დასძინა, რომ ტაივანში წასვლის სურვილი არასდროს გასჩენია, მაგრამ ახლა ამაზე დაფიქრდა, რადგან ეს ტერიტორია მიტოვებულად სულაც არ გამოიყურება.
ანი იმედაძე
ავტორი