თავში

გურჯაანში გაზით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა

გურჯაანში გაზით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა
გურჯაანში გაზით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა

გურჯაანში ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ცნობით, მათ სამკურნალო დაწესებულებიდან მალე გაწერენ. ამის შესახებ Report.ge-ს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" განუცხადეს. 

"პაციენტები კონტაქტურნი არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ორივე მათგანი მოვხსენით მართვითი სუნთქვის აპარატიდან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტები კლინიკიდან უახლოესი პერიოდის განმავლობაში გაეწერებიან", - განაცხადა კლინიკის ექიმმა გიორგი კაჭახიძემ. 

ბუნებრივი აირით ნამწვით მოწამლული მამა-შვილი გუშინ გურჯაანის ერთ-ერთ თონეში ნახეს. ისინი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ჯერ ადგილობრივ, მოგვიანებით კი თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system