თავში

ჰაბლის ტელესკოპი ისევ გაითიშა

ჰაბლის ტელესკოპი ისევ გაითიშა
ჰაბლის ტელესკოპი ისევ გაითიშა

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი უსაფრთხო რეჟიმში გადავიდა და სამეცნიერო ოპერაციები შეაჩერა. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის მერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

კოსმოსური სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰაბლის სამეცნიერო ინსტრუმენტებს პრობლემა 23 ოქტომბერს შეექმნა. 

ტელესკოპი უსაფრთხო რეჟიმში მის სრულად ამოქმედებამდე დარჩება. NASA-ს ინფორმაციით, ტელესკოპის ჩართვას სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება. 

პირველად, ჰაბლის მთავარი კომპიუტერი გაითიშა მიმდინარე წლის 13 ივნისს გაითიშა. ინჟინრები მის შეკეთებას და ამუშავებას დედამიწიდან ცდილობენ. 

მრავალდღიანი ტესტებისა და მცდელობების სერია, რომლის დროსაც ინჟინრები კომპიუტერისა და სარეზერვო პროცესორის გადატვირთვას ცდილობდნენ 16 ივლისს დასრულდა.

ჰაბლი კოსმოსში 1990 წლის 24 აპრილს, კოსმოსურ შატლ Discovery-ით გაუშვეს. ერთი დღის შემდეგ, ტელესკოპი დედამიწის ორბიტაზე გავიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system