თავში

ჰაბლის ტელესკოპმა მუშაობა განაახლა

ჰაბლის ტელესკოპმა მუშაობა განაახლა
ჰაბლის ტელესკოპმა მუშაობა განაახლა

ჰაბლის ტელესკოპმა ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტის ავარიის შემდეგ მუშაობა განაახლა. 

NASA-ს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ მათ  ჰაბლის ერთ-ერთი კამერის მუშაობა აღადგინეს.  ჰაბლის გუნდმა წარმატებით აღადგინა Advanced Camera for Surveys-ის ინსტრუმენტი და დაიწყო სამეცნიერო დაკვირვებები.

ოქტომბრის ბოლოს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი უსაფრთხო რეჟიმში გადავიდა და სამეცნიერო ოპერაციები შეაჩერა.

პირველად, ჰაბლის მთავარი კომპიუტერი გაითიშა მიმდინარე წლის 13 ივნისს გაითიშა. ინჟინრები მის შეკეთებას და ამუშავებას დედამიწიდან ცდილობენ.

მრავალდღიანი ტესტებისა და მცდელობების სერია, რომლის დროსაც ინჟინრები კომპიუტერისა და სარეზერვო პროცესორის გადატვირთვას ცდილობდნენ 16 ივლისს დასრულდა.

ჰაბლი კოსმოსში 1990 წლის 24 აპრილს Discovery-ით გაუშვეს. ერთი დღის შემდეგ, ტელესკოპი დედამიწის ორბიტაზე გავიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system