თავში

ჰაერი პლასტმასის ნაწილაკებს შეიცავს

ჰაერი პლასტმასის ნაწილაკებს შეიცავს
ჰაერი პლასტმასის ნაწილაკებს შეიცავს

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) მეცნიერებმა  ზღვის დონიდან 2 877 მეტრის სიმაღლეზე ჰაერის ნიმუშებში მიკროპლასტმასას ნაწილაკები აღმოაჩინეს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა საფრანგეთში, Pic du Midi-ს ობსერვატორიაში ჩატარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ობსერვატორია ითვლება „სუფთა სადგურად“ მასზე ადგილობრივი კლიმატისა და გარემოს შეზღუდული ზემოქმედების გამო.

მეცნიერებმა 2017 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით კვირაში 10 000 კუბური მეტრი ჰაერი შეამოწმეს და დაადგინეს, რომ ყველა ნიმუში  მიკროპლასტმასას შეიცავდა.

კვლევის წამყვანი ავტორის, კანადის დალჰაუზის უნივერსიტეტის მეცნიერის, სტივ ალენის თქმით, მიკროპლასტმასას  ნაწილაკები ტროპოსფეროში შესვლისთანავე ჰაერის მასებს შორი მიმართულებით გადააქვს და ატმოსფეროში ფანტავს. 

კვლევა ასევე მიუთითებს მიკროპლასტმასის არსებობაზე ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეში. აგრეთვე, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

„ წყლიდან პლასტმასის ნაწილაკები ჰაერში ძალიან მაღლა ამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ პლასტმასა არ იძირება, ის მოძრაობს პლანეტის გარშემო გაუთავებელი ციკლით“, - განაცხადა ალენმა.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილი მიკროპლასტიკის რაოდენობა საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ეს ნაწილაკები  იმდენად მცირე ზომისაა,  რომ ადამიანს მათი ჩასუნთქვა შეუძლია.

ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ პლასტმასის გადამუშავება მისი საზღვარგარეთ გაგზავნით არასწორი სტრატეგიაა, ვინაიდან იგი წყლისა და ჰაერის საშუალებით  მაინც უკან ბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system