თავში

სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები ბიჭის შექმნილმა რობოტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა 

სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები ბიჭის შექმნილმა რობოტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა 
სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები ბიჭის შექმნილმა რობოტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა 

ამერიკაში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 80 ქვეყანას შორის პირველი ადგილზე სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები, მეშვიდე კლასელი ბიჭი გავიდა. შოთა ბერიძის მიერ შექმნილმა რობოტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ის ამჟამად, თბილისში, მშობლების გარეშე ცხოვრობს.

შოთა ბერიძე კომაროვის სკოლა-პანსიონის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ამ სკოლის მოსწავლე ის წელს გახდა. მანამდე კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში სწავლობდა.

თავდაპირველად, მოზარდი კომაროვის საშაბათო სკოლაში სწავლობდა და კვირაში ერთხელ გარდაბნიდან თბილისში დადიოდა, ასევე თბილისში დადიოდა რობოტექნიკის შესასწავლადაც და ამ დარგისადმი დიდი ინტერესი გამოავლინა. საბოლოოდ მისმა შექმნილმა რობოტმა დიდი აღიარება მოიპოვა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system